იმერეთის რეგიონის 12 – ვე მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის რეგიონის 12 – ვე მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ქუთაისში 26 მაისი სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებებით აღინიშნა.
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ტექნიკის გამოფენასაც დაესწრნენ, რომელიც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზეა წარმოდგენილი. ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

Visited 231 times, 1 visit(s) today