იმერეთის რეგიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

21/04/2017

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციას სამტრედიის მუნიციპალიტეტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ. „სუფთად ევროპისკენ“ – კამპანიაში მონაწილეობა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სამინისტროებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მუნიციპალიტეტების, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები შეუერთდნენ. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0