იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მომუშავე საწარმოების მუშაობას ადგილზე ეცნობა. მუშაობა არ შეუჩერებია კომპანია ჰერბიას, რომელიც სასათბურე მეურნეობას ეწევა. სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, გარდა ამისა კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში “ჰერბიამ” გასულ წელს სასათბურე მეურნეობების ქსელი გააფართოვა, ასევე გაიხსნა მწვანილისა და ბოსტნეულის გადასამუშავებელი საწარმო. შედეგად გაორმაგდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. ქართული კომპანია “ჰერბია” ამჟამად 30 სხვადასხვა დასახელების მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იყიდება როგორც საქრთველოს ასევე უცხოეთის (ბულგარეთი) ბაზარზე სასათბურე მეურნეობაში 100-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და ისინი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვით მუშაობენ. მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ის მეწარმეები, რიმლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მუშაობენ, სრულად იცავენ უსაფრთხოების ნორმებსა და თანამშრომლები ეკიპირებულები არიან მსოფლიოს ჯანდაცის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
იმერეთის რეგიონში საწარმოები მსოფლიოს ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ფუნქციონირებს
11/04/2020