იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ტრენინგი გაიმართა

02/06/2017

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. დისკუსია ეხებოდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. აღნიშნულ თემებზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა, ამომწურავად ისაუბრეს. ტრენინგს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები ესწრებოდნენ. 5 ივნისს ტრენინგი უკვე ბათუმის საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0