იმერეთს ჰყავს გუნდი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების კეთილდღეობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე

29/11/2017

დღეიდან, ქუთაისის მერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას გიორგი ჭიღვარია შეუდგა. უკვე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა სრულფასოვნად დაიწყეს დაკისრებული მისიების შესრულება. მიხარია, რომ იმერეთს ჰყავს გუნდი რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების კეთილდღეობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. განსაკუთრებულად ვულოცავ გამარჯვებას იმერეთის რეგიონის 12 არჩეულ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებულ საქმიანობას! ჩვენმა მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი გაამართლებს იმედებს და ყველა დანაპირებს შეასრულებს. თავდაუზოგავი და გუნდური მუშაობის შედეგად, ჩვენი მხარე მომავალ წელს გაცილებით დიდ პროგრესს მიაღწევს და მჯერა, რომ ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0