იმერეთში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი თვითმმართველობებთან ერთად იგეგმება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. სამინისტროს ხელმძღვანელობა, ამჯერად, იმერეთის გუბერნიისა და 12 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ასევე – რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
საირმეში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები, მუნიციპალიტეტების საჭიროებები, ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, ვიმსჯელეთ ყველა ძირითად პრობლემაზე და პარალელურად დაისახა ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები. კარგია, რომ თანხვედრა გვაქვს არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დეცენტრალიზაციის პროცესს, შესყიდვების მეთოდოლოგიას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ხარისხზე, ისე რაციონალურ ხარჯვაზე“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეხვედრა იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში უკვე გამართა. წლის ბოლომდე, მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

Visited 142 times, 1 visit(s) today