იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს

19/09/2017

შსს-მ იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში, იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა ჯიშის ხის მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0