საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა საქართველოში ჩამოვიდნენ. პოლონელ სტუმრებს თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა დახვდა.
პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
Visited 151 times, 1 visit(s) today