ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რა თქმა უნდა, მუდმივი კომუნიკაცია იქნება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და მათთან ერთად მოხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების დაგეგმვა. ,,გასული ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და ამ ეტაპზე დაგეგმილია რეფორმები შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საგადასახადო ზედმეტობების ავტომატური დაბრუნება, საბაჟო სერვისების დიგიტალიზაცია, On-line საგადასახადო რეზიდენტობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
აღსანიშნავია, რომ სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ, შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და გაზრდის მის ეფექტურობას. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი, ინოვაციური და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაბამისი გარემოს შექმნა- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Visited 164 times, 1 visit(s) today