ინტელექტუალური თამაშის “BIG raund” ფინალური შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 22 ივნისს, ქ. ქობულეთში, ინტელექტუალური თამაშის “BIG raund” ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალში სამი სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – სსიპ სურამის ქრისტეფორე III-ის სახელობის N4 საჯარო სკოლა;
II ადგილი – სსიპ ხაშურის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი – სსიპ ხაშურის N8 საჯარო სკოლა.

სამივე სკოლის გუნდს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მეერის მიერ გადაეცათ, სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები. .
ინტელექტუალური თამაში “BIG raund” ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას შეუძლია. 2019 წლის გათამაშებაში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის 160-მდე მოსწავლე.

Visited 93 times, 1 visit(s) today