ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა

18/05/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული ცენტრის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარაგაულის გამგებელს ნიკოლოზ თოფურიძეს, მოადგილეებს არჩილ მაღრაძეს და თემურ ჩხეიძეს, ასევე გამგეობის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსს, ჯაბა ბერაძეს და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, თემური თაბუკაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.
ზურაბ ალავიძემ ხარაგაულის ხელმძღვანელი პირებისგან მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და მათთან ერთად რიგი პრობლემური საკითხების მოგვარებაზე ისაუბრა.
მინისტრსა და გამგებელს შორის საუბარი ძირითადად ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის საკითხს შეეხებოდა. განიხლეს მშენებლობის პროცესში გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები და დასძინეს, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე აუცილებელია, ხარაგაულში ცენტრალური საკანლიზაციო სისტემისა და სასმელი წყლის გაყვანილობის მოწესრიგება.
სამინისტრო და ხარაგაულის გამგეობა უკვე აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მშენებლობის დაწყებამდე სხვადასხვა პრობლემური საკითხების მოგვარებაში.
რაც შეეხება ტურისტულად მნიშვნელოვანი უბისის წმ. გიორგის ტაძრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობას, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, სამუშაოები ზაფხულში აუცილებლად დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0