ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო

ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის 19 ივლისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობა განსაზღვრეს ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები 180-მდე საკითხს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატები, „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოისმენენ.
რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, მომზადებულ დასკვნას გააცნობს კოლეგებს.
დეპუტატები, რიგგარეშე სესიის 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელებენ და წინა სხდომებზე განხილულ საკითხებს კენჭს უყრიან.

Visited 129 times, 1 visit(s) today