ირაკლი კობახიძემ გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მინსკში, გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ბეგაძე, კობა კობალაძე, ლაშა დამენია, ალექსანდრე ქანთარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Visited 196 times, 1 visit(s) today