ირაკლი კობახიძემ მართვის დამხმარე პროგრამის პროვაიდერი კომპანია „Mobileye” მოინახულა

26/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, მართვის დამხმარე პროგრამის პროვაიდერი კომპანია „Mobileye” მოინახულა.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, კომპანიის მიერ შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო, რომლებიც, კამერაზე დაფუძნებული პროგრამის დახმარებით, ავტომობილის თვითმავალი ფუნქციებით აღჭურვას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0