ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დღე განსაკუთრებით მიულოცა დარბაზში მყოფ, 95 წლის ომის ვეტერან, გოჩა თოდუას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს, რომელიც დღემდე საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, 9 მაისი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების – ფაშიზმის დამარცხების დღე. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბატონ გოჩა თოდუას, რომელიც ესწრება დღევანდელ შეხვედრას. ბატონი გოჩა არის 95 წლის, ომის ვეტერანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გოჩა დღემდე ემსახურება თავის სამშობლოს, დღემდე მუშაობს და მინდა გისურვოთ ასეთივე მხნეობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე თქვენი ქვეყნის სამსახურში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 114 times, 1 visit(s) today