ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო უბნის განსაზღვრულ რადიუსში აქტივისტთა ყოფნას კრძალავს

23/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომლებიც საარჩევნო უბნის განსაზღვრულ რადიუსში აქტივისტთა ყოფნას კრძალავს.
„საარჩევნო კოდექსში იყო თავის დროზე რეგულაცია, რომლის თანახმადაც განსაზღვრული იყო რადიუსი. საარჩევნო უბნის განსაზღვრულ რადიუსში არ შეეძლოთ დგომა ადამიანებს. ეს რეგულაცია გაუქმდა 2010 წელს. თუ არის საჭირო ცვლილების შეტანა კანონმდებლობაში, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა, რაც შეეხება მთლიანად გარემოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთადერთი, რაც ხდებოდა, ეს იყო აქტივისტების მიერ ამომრჩევლების მობილიზაცია და ეს ხდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, ამ კუთხით, განსაკუთრებული კითხვის ნიშნები აღარ უნდა არსებობდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0