ირაკლი კობახიძე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04/04/2017

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, შირინ შარმინ ჩაუდჰურის შეხვდა. ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შირინ შარმინ ჩაუდჰურის განცხადებით, ბანგლადეშისთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ქართულმა მხარემ ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ და შირინ შარმინ ჩაუდჰურიმ აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნეს და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0