ირაკლი კობახიძე ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

30/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან ერთად, ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონგრესის ფარგლებში, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.
ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. კონგრესის ფარგლებში, ქალაქს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0