ირაკლი კობახიძე ვანუატუს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვანუატუს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ედვინ ემბლას მეკრევეს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ვანუატუელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ, ვანუატუს რესპუბლიკის მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და დეოკუპაციის მიმართულებით, ხელისუფლების გეგმებზე ესაუბრა.
ვანუატუს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვანუატუს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვის სურვილი გამოთქვა. ორმხრივ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Visited 139 times, 1 visit(s) today