ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

„ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იქ იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს და ის სრულად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან.
„ახალი დოკუმენტი, ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ძალიან გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება. ეს არის ამ დოკუმენტის საერთო სულისკვეთება. მთლიანად არის თავსებადი ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, იმ კონსტიტუციისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე: პრემიერ მინისტრის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, სათანადოდ იყო ხაზგასმული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროში პრემიერის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას, განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის გამოსვლაში, ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სათანადოდ იყო ხაზგასმული.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სადაც ძალიან სწორი აქცენტები იყო დასმული. ყურადღება იყო გამახვილებული ჩვენს შიდა პროცესებზე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, იყო სათანადოდ ხაზგასმული პრემიერ მინისტრის გამოსვლაში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 128 times, 1 visit(s) today