ირაკლი კობახიძე კონგრესმენ ჰალ როჯერსს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრებს მართავს. ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰალ როჯერსთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. ჰალ როჯერსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას.

Visited 170 times, 1 visit(s) today