ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ლიტვის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საზეიმო ღონისძიებას საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე წარმოადგენდნენ.

Visited 130 times, 1 visit(s) today