ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება.
ტომაშ პერნიცკიმ ჩეხეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. როგორც ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო ჩეხეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო კავშირების შესახებ ისაუბრეს, რომელიც, მათი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად გააქტიურდა.
საუბარი, ასევე, შეეხო იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ტომაშ პერნიცკის საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო წარმატებები უსურვა.

Visited 124 times, 1 visit(s) today