ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

16/02/2023

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო, საბანკო და საბიუჯეტო საკითხებში.
ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო. ითქვა, რომ მიმდინარე წელი საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იქნება. პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0