ირაკლი კუჭავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

30/10/2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ, საკრებულოს თავმჯომარესთან – ზაალ მამალაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან – თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალურ აგრარულ ბაზრს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და ფრინველით ვაჭრობისათვის ახალი სივრცე დაემატა, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის მიმდებარე მოედნის განტვირთვას. ხიდისთავის თემში, მდინარე ლუგუბაზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება. დაბის ცენტრში, ინტენსიურად მიმდინარეობს 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ბავშვებისათვის ველობილიკი და გასართობი სივრცეც მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0