ირაკლი კუჭავამ სოფელ ბუკისციხის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

03/11/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, სოფელ ბუკისციხის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 2018 წლის დასაწყისში დასრულდება.
გამგებელმა ასევე დაათვალიერა სოფელ ვანისა და სოფელ გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა. აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0