ირაკლი კუჭავა სოფელ დაბლაციხეში იმყოფებოდა

31/08/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა გამგებლის პირველ მოადგილე – თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, სოფელ დაბლაციხეში იმყოფებოდა.
სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ჯიქიასთან და გამგებლის წარმომადგენელთან გიორგი ოსეფაიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ძნელადმისადგომ უბნებში დაგებული ბეტონის ასასვლელები დაათვალიერეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0