ირაკლი კუჭავა სოფელ ზომლეთში იმყოფებოდა

25/07/2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, გამგებლის პირველ მოადგილესთან თამაზ ჯინჭარაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად , სოფელ ზომლეთში იმყოფებოდა.
გამგებელმა სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ახლო მომავალში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ამბულატორია და სოფლის ხელმძღვანელების ოფისი განთავსდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფლის ერთ-ერთ უბანში წყალსადენის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ, მათ ასევე მოინახულეს სოციალურად დაუცველი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მარიამ ქურიძის ოჯახი და დახმარება აღუთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0