ირაკლი ტაბაღუა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა

13/11/2017

რუსთავის ახლად არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ქალაქის ახალ პირველ პირს ყოფილი მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დახვდნენ.
ირაკლი ტაბაღუა მერიის თანამშრომლებს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, პაატა მხეიძემ, გიორგი ბეგაძემ წარუდგინეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ირაკლი ტაბაღუას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა ქალაქის ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ.
მოგვიანებით, ირაკლი ტაბაღუამ მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც რუსთავში გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0