ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სადამკვირვებლო მისია 19 სექტემბერს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში. მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო სტანდარტისა და წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ღია, გულთბილ გარემოში გუბერნატორისგან მისიის წარმომადგენლებმა მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მოისმინეს.

Visited 152 times, 1 visit(s) today