ირაკლი ქადაგიშვილი, ზემო ალვანის, ქვემო ალვანისა და ხორბალოს მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის რეგიონში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი სოფლების: ბაბანეურის, ზემო ალვანის, ქვემო ალვანისა და ხორბალოს მოსახლეობას შეხვდნენ. საერთო კრებებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სხვადასხვა საპროექტო წინადადებები განიხილეს. მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ პროექტებად – სპორტული ინვენტარის შეძენა, საბავშვო ბაღის, სასმელი წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება დასახელდა.
2020 წელს კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.
პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით, რეგიონის მასშტაბით, 281 სოფლის მოსახლეობის ჩართულობით 232 საერთო კრება/კონსულტაცია გაიმართება.

Visited 96 times, 1 visit(s) today