ირაკლი ქარსელაძე, გაეროს ეკონომიკურ ოფიცერს შეხვდა

ირაკლი ქარსელაძე, გაეროს ეკონომიკურ ოფიცერს კიმ ნამსუკს შეხვდა. შეხვედრაზე, გაეროს ეკონომიკურმა ოფიცერმა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები წარმოადგინა და ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, მათი თავსებადობის საკითხი განიხილა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან.
ირაკლი ქარასელაძემ თავის მხრივ სტუმარს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კიმ ნამსუკმა, მზადყოფნა გამოთქვა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, დაეხმაროს ქართულ მხარეს, რათა ქვეყანამ ამ პროცესში შეიმუშავოს უფრო ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, სარგებლის მაქსიმალურად გაზრდისა და რისკების თავიდან ასაცილებლად.

Visited 99 times, 1 visit(s) today