ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს შეხვდა. პრემიერმა დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის და განათლების სფეროებში და სამომავლოდ, ამ ურთიერთობების წარმატებით განვითარების იმედი გამოითქვა. თეა მაისურაძე 2009 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. იყო ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

Visited 24 times, 1 visit(s) today