ირაკლი შიოშვილმა გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

11/01/2017

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა, კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელსაც რეგიონის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული ყველა აქტუალური პრობლემა და მათი გადაჭრის გზები დასახეს. შეხვედრაზე ძირითად საკითხად განხილული იყო მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელების საკითხი. შემუშავებული იქნა კონკრეტული სამოქმედო გეგმა , რის მიხედვითაც მოხდება პრობლემური უბნების დასუფთავება. -„ კახეთი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი რეგიონია. ამიტომ მისი მოვლა დასუფთავება თითოეული ჩვენთაგანის ვალია. გუბერნატორის ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროცესში და ჩვენი რეკომენდაციის თანახმად გამოვლინდება დაბინძურებული ადგილები, მოხდება მისი დასუფთავება და დასუფთავებულ ადგილებზე განთავსება საინფორმაციო ბანერები. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და გარემოს დაცვით აქტივობებში ჩრთულები იქნებიან , როგორც საჯარო მოხელეები ასევე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენები. ჩვენი მიზანია ამ და სხვა მსგავსი აქციების ჩატარებით მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში საგრძნობლად შეამცირებს რეგიონის დაბინძურების დონეს.“- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0