ირაკლი შოთაძე სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ესტუმრა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრის ბინადრებს დამდეგი შობა და ახალი 2017 წელი მიულოცა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ცენტრს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ შეძენილი საჩუქრები – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები და ტკბილეული გადაეცა. წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებმა სტუმრების – საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების პატივსაცემად საზეიმო წარმოდგენა გამართეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრა და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

Visited 145 times, 1 visit(s) today