“ისლამური სახელმწიფო” ევროპას ახალი ტერაქტებით დაემუქრა. როგორც „როიტერი“ იტყობინება, დაჯგუფებამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ტერაქტები შესაძლოა, ლონდონში, ბერლინსა და რომში განხორციელდეს.
„გუშინ თუ პარიზი იყო, დღეს კი ბრიუსელი, ღმერთმა იცის, სად რა მოხდება ხვალ. შესაძლოა ეს იყოს ლონდონი, ბერლინი ან რომი“, – აცხადებს ერთ-ერთი ისლამისტი.
„როიტერი“ წერს, რომ ვიდეომასალაში ლონდონის ვესტმინსტერის სასახლე და რომის კოლიზეუმი ჩანს.
Visited 174 times, 1 visit(s) today