ისნის რაიონში ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში, ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, განხორციელდება 1,5 კმ-ზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია და მოეწყობა გზის საფარი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.

Visited 191 times, 1 visit(s) today