იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ჭიათურაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ

14/06/2017

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ჭიათურაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა ჭავჭავაძის ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელთან შედგა. შეხვედრის მიზანს სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების განხილვა და ამ კონტექსტში იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მყოფმა დევნილებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციაც მიიღეს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე გამართულ შეხვედრას ჭიათურის გამგებლის მოადგილე ავთანდილ ვაშაძე და სოციალური სამსახურის სპეციალისტი ნინო ლეთოდიანი ესწრებოდნენ. გამგებლის მოადგილე ავთანდილ ვაშაძე დევნილებს გაესაუბრა და მათ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს:
• უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე
• სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვა) შედგენა
• საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0