იურიდიულმა კომიტეტმა კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრის თაობაზე პროექტი არ განიხილა

01/03/2016

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ განიხილა საკონსტიტუციო წინადადება, რის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრა უნდა გათვალისწინებულიყო.

საკონსტიტუციო წინადადება ორგანიზაციამ „დაიცავი შენი უფლებები” წარადგინა.

კომიტეტში წინადადების არგანხილვის მიზეზი კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცედურებს უკავშირდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ კომიტეტს საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევის და პარლამენტისთვის მისი წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ამის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და 200 ათას ამომრჩეველს. ხმალაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საკონონმდებლო წინადადებას თან ერთვის პარლამენტის 150 წევრის სია, სადაც მითითებულია, რომ პროექტზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება პარლამენტის წევრებს ენიჭება, თუმცა, მასზე არც ერთი დეპუტატის ხელმოწერა არ არის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0