იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10/07/2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
საუბარი იყო სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციებზე, რომელიც ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, ასევე რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით არსებული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
„ჩვენ მოვისმინეთ ყველა პრობლემა და მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება. შესაბამისად, მოხდება ინფორმაციის გაზიარება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე მსჯელობა იმის თაობაზე, რეალურად, მართლაც არის თუ არა პრობლემები და დგას თუ არა საკითხი ისე, რომ კონკრეტული რეგულაცია რაიმე სახით ცვლილებას საჭიროებს. სამომავლოდ, ამ საკითხებზე მსჯელობისას, დაგროვილი ინფორმაცია ჩვენ დაგვეხმარება უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0