იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ იურისტებს უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ იურისტებს უმასპინძლა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გერმანელ მეცნიერთა და სამართლის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო. დელეგაციას გერმანიის საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი, დოქტორი მიხაელ აიხბერგერი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები, ნოტარიუსები, კორპორატიული ადვოკატები, პროკურორები, რომლებიც იურისტთა საერთაშორისო კომიიისიის გერმანულ სექციას წარმოადგენენ. შესავალ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც გერმანელი იურისტები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყანას უწევენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციების – IRZ-ის და GIZ-ის მეშვეობით. კერძოდ, სწორედ გერმანელი იურისტების დახმარებით ჩამოყალიბდა საქართველოში 1990 იან წლებში ისეთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტები, როგორებიცაა სამოქალაქო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,სისხლის სამართლის კოდექსი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები და სხვ. დღესაც, გერმანელი ექსპერტები აქტიურად გვეხმარებიან ისეთი უმნიშვნელოვანესი კანონების შემუშავებაში, როგორებიცაა მეწარმეთა შესახებ კანონი, გდახდისუუნარობის შესახებ კანონი და ა.შ. დელეგაციის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიცაა სასამართლოს რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზაცია. დაინტერესდნენ, თუ რომელი სამართლებრივ ოჯახს მიეკუთვნება ქართული მატერიალური და საპროცესო კანონდებლობა, როგორია იუსტიციის სისტემის ორგანიზაცია და სხვა. ყველა საკითხზე მათ მინისტრის მოადგილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ფარგლებში მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია; სატელევიზიო კამერები დაბრუნდა სასამართლო დარბაზებში; დამკვიდრდა მოსამართლეთა შეფასების სისტემა და შემუშავდა მისი კრიტერიუმები; სასამართლოებში დაინერგა საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა. ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა პროკურატურის სისტემის რეფორმაზეც, რომელმაც ახლებურად დაუმკვიდრა უწყებას ადგილი სახელისუფლებო სისტემაში, განსაზღვრა მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა საპროკურორო საბჭოს მიერ, გააძლიერა მისი დამოუკიდებლობა და გაზარდა ანგარიშვალდებულება. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოების (IRZ) ორგანიზებით გაიმართა.

Visited 165 times, 1 visit(s) today