იუსტიციის სამინისტროში ბელარუსისა და უზბეკეთის დელეგაციებთან შეხვედრა გაიმართა

16/04/2019

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ბელარუსისა და უზბეკეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ სანიკიძემ დელეგაციების წევრებს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროებში მიმდინარე რეფორმები გააცნო და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს, რომლებმაც საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი და ქვეყანას არაერთი წარმატება მოუტანა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში. შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის სფეროში საქართველოს, უკრაინისა და ბელარუსის თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
ბელარუსისა და უზბეკეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფებიან, რომელიც ევროკავშირის პროექტის -„EU4Justice“ სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით 15 და 16 აპრილს გაიმართა. კონფერენცია აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის ჩართულობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 15 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0