იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისევ დააყენა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლის საკითხი. როგორც გია ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია პარლამენტში მივიდეს და ”რადგან ის უკვე მერამდენე სხდომაა პარლამენტში არ მოდის, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს”. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ყოველი ბიუროს სხდომა მათ დაეთმოთ.

”ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს ბიურო მათ დაეთმოთ და იქნებ ბატონო გია, დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ,“ – აღნიშნა კობახიძემ.

სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ.

Visited 116 times, 1 visit(s) today