თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფლია 179 899 ლარი, სამუშაოებს შ.პ.ს “მშენებელი” ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოები დღეს გამგებლის წარმომადგენელმა იყალთოში – გოჩა ქააძემ დაათვალიერა,როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა : ” მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იცვლება წყლის შიდა ქსელები, რომლებიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული და შეფერხებით მიეწოდებოდა მოსახლეობას წყალი. ამ დროისთვის დაახლოვებით 9 კილომეტრზე იცვლება ქსელი და ეწყობა მარეგულირებელი ჭები ურდულებისთვის. აღნიშნული პროექტით დაახლოვებით 715 ოჯახი ისარგებლებს”.