იცით რომელი “პაროდის ინწილიგენცია” მიყვარს ???

14/05/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“იცით რომელი “პაროდის” “ინწილიგენცია” “მიყვარს”??? ერთ ოჯახში უფროსი თაობა,რომ ვითომ “ბიძინისტია” და იმავე ოჯახის შედარებით ახალი თაობა პირწავარდნილი “მიშისტი”. ამავე ოჯახების უფროსი თაობა ხვალ ოცნების ყრილობაზე წავა, ყველანაირად ეცდება ბიძინასთან ახლოს დაჯდეს, შემდეგ ეახლოს და მოწიწებით, მაგრამ სხვათაშორის თქვას თავის “მიშისტ” ახალგაზრდა ოჯახის წევრებზე-“კაცო ჯერ ბავშვებია და ვერ ხვდებიან ვინაა კარგი და ვინ ცუდი, თორემ თქვენ ბატონო ბიძინა ძაან უყვარხართო”. საღამოს კი ამავე ოჯახის ახალგაზრდა წევრი ოდესაში დარეკავს მიშასთან და ასევე მოწიწებით აუხსნის-“ჩემო საყვარელო, ხომ იცი დაბერდნენ, ყველაფრის ეშინიათ და ჩვენ, რომ დაცულები ვიყოთ შენს ჩამოსვლამდე, მანამ იძულებულები არიან ბიძინას თავი მოაჩვენონ, თორემ მიშიკო შენ ყველაზე მეტად უყვარხარო”. მაგარი “პაროდა” გამოიყვანა ედუარდ შევარდნაძემ….ბაბუები, ბებიები, მამები, დედები, შვილები, შვილიშვილები…….. გრძელდება და გრძელდება ამ პადხალიმი “ინწილიგენციის” თაობები და ყველა ტყუპებივით ერთმანეთს გავს. მე უბრალოდ ის ქვეყნის პირველი პირები მაოცებენ, რომლებიც ამ მედროვეებს გულში იხუტებენ და მერე როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან წუხან -რატომ მიღალატა და მიმატოვაო!!!!!!!!ეტყობა სიყვარული მართლა ბრმაა და ამა სოფლისა ძლიერთაც აბრმავებს!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0