კანონპროექტის შემუშავებით ჩვენ სწორად და ზედმიწევნით ვასრულებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. ცვლილებით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება, თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა.

„ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ეს არის ვალდებულება და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს არ შეიძლება მყიფე არგუმენტებით ჰქონდეს უფლება უარი თქვას მსაჯულობაზე, მაგრამ ობიექტური გარემოებების არსებობისას, მას უნდა ჰქონდეს უარის თქმის უფლება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ობიექტური გარემოებები დეტალურადაა გაწერილი კანონპროექტში. თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, ამოღებული უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედება, თუ პირის მიერ მათი ფლობა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც.

„კანონპროექტის შემუშავებით ჩვენ ვასრულებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორად და ზედმიწევნით“, -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

Visited 40 times, 1 visit(s) today