კართუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

29/01/2018

სოფელ კართუბნის #1 საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი ათეულობით წელი დაზიანებული იყო და პატარებს მოუწესრიგებელ გარემოში უწევდათ სიარული. . დღეს ბაღის აღსაზრდელები ახლად გარემონტებულ ბაგა-ბაღში პირველად მივიდნენ. პროექტის ფარგლებში ბაღის შენობას შიდა და გარე რემონტი ჩაუტარდა, შეიცვალა შენობის სახურავი , კეთილმოეწყო ეზო და გაკეთდა ცენტრალური გათბობა . ახლად გარემონტებული საბავშვო დაწესებულება მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა . როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა საბავშო ბაღის აღსაზრდელებს თანამედროვე შენობასთან ერთად სულ მალე ახალი ინვერტარიც ექნებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0