კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუზეუმის თანამშრომლები დაესწრნენ. მათ სამომავლო გეგმები განიხილეს და მუზეუმის იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
დაგეგმილია გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლება. ასევე, ახალი ტირაჟით დაიბეჭდება გიორგი მაზნიაშვილის მემუარები – „მოგონებანი“.
გენერლის სახლ-მუზეუმი სოფელ სასირეთში 1990 წელს გაიხსნა. მუზეუმში დაცულია გიორგი მაზნიაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალა.

Visited 233 times, 1 visit(s) today