კასპში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

24/12/2023

კასპში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. საახალწლო ღონისძიებაზე ადგილობრივი მსმენელის წინაშე ადგილობრივი ანსამბლი “მოურავი”, “თეატრალურის კვარტეტი” და ჯგუფი “ქილეიჯი” წარსდგნენ. ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კასპში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ცენტრალური მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილობრივი პატარები შეხვდნენ თოვლის პაპასა და ზღაპრის გმირებს. საახალწლო ღონისძიებები შიდა ქართლი რეგიონის ყველა ქალაქში ჩატარდება. 26 დეკემბერს ქარელი, 28 დეკემბერს გორი, ხოლო 30 დეკემბერს საახალწლო საღამოს ხაშური უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0