დღეს კასპში, საერთაშორისო სატანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი გაიხსნა. აშენდა კალათბურთის ახალი დარბაზი, აღდგა სასტუმრო, ჭიდაობის წრიული და ფიტნეს დარბაზები. სპორტულ კომპლექსში ძალოსნობის სპორტული დარბაზი გაიხსნა.
დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კასპის მუნიციპალიტეტში ირაკლი მეზურნიშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, სპორტსმენები, აღსაზრდელები.
ამიერიდან, საერთაშორისო სატანდარტების სპორტული კომპლექსი მუნიციპალიტეტის ასობით ახალგაზრდას მოემსახურება, რომელიც ასევე მაღალი დონის სპორტულ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.
არსებული კომპლექსის რეაბილიტაცია – მშენებლობა 2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.